ეკონომიკა
22/07/2020

EPRC: ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

პანდემიის ფონზე საერთაშორისო ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით კონკურენცია იზრდება. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რომ საინვესტიციო გარდატეხა მოახდინოს და ისედაც შეზღუდული უცხოური საინვესტიციო რესურსების ქვეყანაში მოზიდვა შეძლოს.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ახალი დიდი პროქტები აღარ დაწყებულა, ეკონომიკა ვერ იზრდება იმ ტემპებით რომ ინვესტიციები მოიზიდოს.

კვლევაში მითითებულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში არასტაბილური დინამიკით ხასიათდება. 

კორონავირუსის ეპოქა ინვესტიციების მაჩვენებელზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახა, 2020 წლის პირველ კვარტალში 42%-იანი კლება დაფიქსირდა.

"ინვესტიციების კლების მთავარ მიზეზად სახელდება მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამაც აზერბაიჯანიდან მიღებული ინვესტიციები გაანახევრა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამას ემატება დემოკრატიის, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისა და ინვესტიციების დაცულობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საქართველოს საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმაც", - მითითებულია EPRC-ის კვლევაში.

EPRC-ი აღნიშნავს, რომ საინვესტიციო შემოდინებების კლება ჯერ კიდევ კორონავირუსის გამოჩენამდე დაიწყო, 2020 წელი და პანდემია კი მთელი მსოფლიოსთვის და, შესაბამისად საქართველოსთვისაც, დამატებითი საინვესტიციო გამოწვევებით აღინიშნა.

ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს იხმობს და აღნიშნავს, რომ ზიანი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას Covid-19-ის გავრცელებამ მიაყენა, მძიმე ნეგატიურ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. 2020 წლისთვის მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმუმ 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად შემცირდება განვითარებად ქვეყნებში. 2020 წლის პირველი ნახევრის ვარდნის შემდეგ, ყველაზე პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაშიც კი, 2021 წლამდე არსებული საინვესტიციო მოცულობა ვერ აღდგება. კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვარაუდობს გაერო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30-40% შემცირებას ელოდება. სექტორების მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 208%-ით შემცირდება ენერგო და ნედლეულის მწარმოებელ სექტორში, 116%-ით ავიაციის სექტორში და 47%-ით ავტო ინდუსტრიაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023