ეკონომიკა
13/03/2023

ელექტრომობილების რაოდენობა ერთ წელში 27%-ით, ჰიბრიდების კი 11%-ით გაიზარდა

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ 563 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან მსუბუქია 1 მილიონ 333  ათასი. თბილისზე 529 ათასი ავტომობილი მოდის.

ინფორმაციას სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში  1 მილიონ 490 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, ავტოპარკი ერთ წელიწადში თითქმის 5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, 2022 წლის მონაცემებით, ჰობრიდული ავტომობილები 114 ათასამდეა, შარშან კი 100,8  ათასი იყო. შესაბამისად, ზრდამ 11% შეადგინა.

პროცენტულად ყველაზე მაღალი, 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა  ელექტრომობილებზე, რომელთა რაოდენობა ამ ეტაპზე  3300-ია (შარშან 2,4 ათასი იყო).

რაც შეეხება ავტომობილების ასაკს, ავტოპარკის ყველაზე დიდი ნაწილი,  1 მილიონ 296  ათასი ავტომობილი 10-ზე მეტი წლისაა.  ორი ან ნაკლები წლის მანქანების რაოდენობა 24 100-ია.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023