ეკონომიკა
07/04/2022

"ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა ბაზრების დივესიფიკაციას ხელს შეუწყობს"

სააგენტო "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა იწყება. სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, პროგრამა ხელს შეუწყობს ბაზრების დივესიფიცირებას, ახალ ბაზრებზე შესვლას და ქართული პროდუქტის საერთაშორისო ქსელებში მოხვედრას. 

მისივე თქმით, ამ ახალი მექანიზმით შეივსება ყველა ის პროგრამა, რომელიც მსოფლიო პრაქტიკით ხორციელდება ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოებში.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის აქტიურად ვმუშაობდით ბაზრების დივერსიფიცირებაზე. ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა, ფაქტობრივად ფაზლის ბოლო ნაწილია, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსპორტიორებს ჩვენი სააგენტოს მეშვეობით დახმარების სრული პაკეტი აქვთ. კონკრეტულად, ჩვენი ახალი პროგრამა სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს. პირველი - ეს არის საწარმოების სერტიფიცირება და პროდუქტის ლიცენზირება, რაც არის უმნიშვნელოვანესი ექსპორტიორებისთვის. მეორე - ეს არის უცხოურ ბაზრებზე, ქვეყნის მსხვილ სუპერმარკეტებში შესვლის თანადაფინანსება, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან  და ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, 10 000 ევროიანი გრანტი გვექნება ექსპორტიორებისთვის ამ ნაწილში. მესამე - ეს არის ბრენდინგი და შეფუთვა, რაც უცილებელი კომპონენტია, რომ პროდუქტი იყოს მზადყოფნაში, ნებისმიერ ბაზარზე გასასვლელად", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" სხვა კომპონენტების მეშვეობითაც აქტიურ დახმარებას უწევს კომპანიებს, რომ გახდნენ ექსპორტიორები. მაგალითად,  სააგენტო კომპანიებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში, ასევე სთავაზობს ექსპორტის მენეჯერთა ტრენინგის კურსებს და სხვა.

ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ  ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე: www.tradewithgeorgia.com მიმდინარე წლის 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023