ეკონომიკა
04/06/2022

"ეკონომიკური დიპლომატიის ტრენინგი ინვესტიციების და ექსპორტის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის"

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ისა და ევროკავშირის დახმარებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც შევქმენით სპეციალურ პროგრამა და გადამზადდა საელჩოების 80-მდე წარმომადგენელი, ვინც ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით იმუშავებს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

პროგრამა, რომელიც  ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში.  სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია  ICPS ექსპერტები უძღვებოდნენ.

მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვინაიდან საელჩოები წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს ექსპორტის წახალისებასა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

„პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადამზადნენ, მოიცავს იმ აქცენტებს, რაც საჭიროა დიპლომატური კორპუსისთვის. პროგრამა გულისხმობს ინვესტიციებისთვის მოზიდვისთვის საჭირო ტრენინგებს, ექსპორტის წახალისების მიმართულებას, იმ კონკრეტულ უნარებს, რომლებიც საჭიროა ინვესტიციის მოზიდვის დროს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი და საგარეო საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავიდა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის და ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის კუთხით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023