ეკონომიკა
25/10/2023

დავითაშვილი: ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ "აბრეშუმის გზის ფორუმს" ღირსეულად უმასპინძლოს

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის სილქ როუდ ფორუმის“ გახსნის წინ ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება.

ლევან დავითაშვილი დღეს პირადად გაეცნო საორგანიზაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც გახსნის ცერემონია  და რამდენიმე პანელური სესია შედგება და სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც ასევე რამდენიმე პანელური სესია და პარალელური ღონისძიებები გაიმართება.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს მორიგ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი. ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი იმითაა გამორჩეული, რომ გარდა უმაღლესი დონის დელეგაციებისა - პრემიერების, ვიცე- პრემიერების, მინისტრების დონეზე, ღონისძიებაზე ასევე აქტიურად და მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი ბიზნეს-სექტორი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საქართველოში არსებული ეკონომიკური რეფორმების პროგრესის გამოძახილი და ასევე იმ წარმატების, რომელიც ეკონომიკური კუთხით  ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმს“ თბილისი 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა  რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023