ეკონომიკა
31/05/2023

ComCom: თვის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა ₾11.814 შეადგინა

2022 წელს საქართველოში მობილური მომსახურების შემოსავლების ზრდის განაკვეთი მშპ-ს ზრდის განაკვეთთან შედარებით, გაიზარდა,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის (ComCom) 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის მონაცემების მიხედვით, თვის
განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა (დღგ-ს გარეშე) 11.814 ლარი შეადგინა.

"ARPU-ს (Average Revenue per User, საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი) მაჩვენებლების ინფლაციის საშუალო მაჩვენებელთან შედარება მიუთითებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით - 2020 და 2021 წლებში, აბონენტებისგან მიღებული საშუალო შემოსავალი ინფლაციურ მაჩვენებლებს ჩამორჩება, თუმცა 2022 წელს უსწრებს მას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს ARPU-ს ზრდა არ არის თანხვედრაში ინფლაციით გამოწვეულ ფასის ზრდის შესაძლო გავლენასთან.

ოპერატორების ჭრილში, 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მაგთიკომს“ აქვს, შემდეგ „სილქნეტს“, ხოლო მობილურ მომსახურებაზე ყველაზე ნაკლებ თანხას „ბილაინის“ აბონენტები ხარჯავენ. ამასთან, ოპერატორების ეს მაჩვენებელი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამივე ოპერატორისთვის გაზრდილია.

ბოლო წლებში იურიდიული პირი აბონენტები საშუალოდ უფრო მეტ შემოსავალს აგენერირებდნენ, ვიდრე ფიზიკური პირები, თუმცა 2022 წელს ფიზიკური პირი აბონენტების ტარიფების ზრდის ფონზე, საპირისპირო სურათი გვაქვს - ფიზიკური პირი აბონენტების ARPU იურიდიული პირი აბონენტებისას, თითქმის 20%-ით აღემატება,"-აღნიშნულია ანგარიშში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023