ეკონომიკა
10/10/2022

Bloomberg: ინვესტორების დაინტერესებით მსხვილ ეკონომიკებს შორის საქართველო მე-13 ადგილზეა

მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფი Bloomberg Media კვლევას აქვეყნებს, რომელიც აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.

კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.

Bloomberg Media Studio-ს კვლევით, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.

ამავე კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში. დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს - 55%-ს.
კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ“ ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია და გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი, რომელთა ხელმისაწვდომობა 5%-ით აღემატება გლობალურ მაჩვენებელს. მათი 23% ცალკეული პროექტისთვის 100-200 მილიონამდე დოლარს განიხილავს.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და უპირატესობები განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, რამაც განაპირობა საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა. მათ შორის Fortune 500 ბრენდები და ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Concentrix, Majorel, EPAM, Viber და Godel Technologies“, - ნათქვამია „ბლუმბერგის“ კვლევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023