ეკონომიკა
06/03/2023

ბიზნეს სექტორის ბრუნვა ₾51.7 მლრდ-მდე გაიზარდა

2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.

2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 62.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 22.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე - 23.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5 პროცენტი.

2022 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.0 პროცენტით მეტი) შეადგინა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023