ეკონომიკა
29/03/2021

ბაქო-თბილისი-ყარსი ახალ ტვირთებს იზიდავს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ცენტრალური აზიიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა მზარდია, - ADY Container-ი ამ მაგისტრალზე ახალი საკონტეინერო ტვირთის მოზიდვაზე აცხადებს.

გადამზიდავი კომპანიის ცნობით, ამ დროისათვის ტაშკენტიდან თურქეთის ქალა ისკანდერში 10 კონტეინერის შემადგენლობა იგზავნება, ასევე იგზავნება მატარებელი 30 კონტეინერით უზბეკეთის ქალაქ ბუხარადან მერსინში. საუბარია 40 და 45 ფუტიან კონტეინერებზე. ეს ტვირთი თურქმენბაშის პორტში დაიტვირთება და ბაქოს პორტში ჩავა, რის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთში გაიგზავნება.

აღსანიშნავია, რომ კიდევ 15 კონტეინერი ბუხარადან ბულგარეთში გაიგზავნა. ტვირთი ბაქოდან ერთ-ერთ ქართულ პორტში ჩამოვა და ზღვით ბულგარეთში გაიგზავნება.

კომპანიაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში უზბეკეთიდან თურქეთსა და ევროპაში კიდევ 56 კონტეინერი გაიგზავნება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023