ეკონომიკა
16/02/2023

BAG-ი დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“ ახლად შეტანილი ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების გადავადებასთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებას. დამტკიცებული ცვლილებები მოიცავდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის პერიმეტრის განსაზღვრას, აგრეთვე, მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობის სტანდარტის დადგენას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მომხდარიყო სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან მიღებული ცვლილებები და ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს. საგულისხმოა, რომ შეცვლილი გარემოებები ქმნიდა სამართლებრივ პრობლემებსაც, როგორც დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე საინვესტიციო პირობებით შეძენილი მიწის ნაკვეთების განვითარების მიმართულებით.

შედეგად, ახალი რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადავადდა. ამ პერიოდში კი საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეარჩევს მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ზემოხსენებული სტანდარტი თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას. 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბიზნეს სექტორის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება მეტ ეკონომიკურ სარგებელს და სიკეთეს მოუტანს როგორც ბიზნესს ასევე ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ, ისეთი სტანდარტის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. ამასთან, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა/შეფასების პროცედურები“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023