ეკონომიკა
01/06/2021

BAG ეკონომიკის 44.8%-იან ზრდაზე: ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) აპრილში ეკონომიკის 44,8%-იან ზრდას საინვესტიციო აქტივობებისთვის მნიშვნელოვნად ფაქტორად აფასებენ.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის გარდამტეხი მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრის, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის,“ - განმარტავენ ასოციაციაში.

ამავდროულად ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებელები იძლევა იმედს, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება.

„რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება რეალურად გვაძლევს იმის იმედს, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა უფრო სწრაფად მოხდება ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ამას გარდა, დადებითი ტენდენციების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაწყებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება არა დროებით, ხანმოკლე ცვალებადობას, არამედ კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ ტენდენციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემდგომი გახსნის პარალელურად, დამატებით გახდება ბიზნესის გაზრდილი აქტივობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მიზეზი,“ აცხადებენ BAG-ში

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადების ბოლოს აღნიშნავს, გაუმჯობესებული ვითარების შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების, ბიზნეს ოპერატორებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგანაც დაჩქარებული ვაქცინაცია და შესაბამისი ნორმების დაცვა უნდა გახდეს ეკონომიკის შემობრუნების, ლარის კურსის გამყარებისა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის აუცილებელი გარანტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023