ეკონომიკა
30/03/2022

"აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში, 1 თვეში 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით მთავრობის ინიციატივითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინაში მესამე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ქართული კომპანიების ძალისხმევითა და აქტიურობით, რომელიც კამპანიის დაწყების დღიდან არ შეწყვეტილა, ერთი თვის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში უკრაინაში 60 ტონა ტვირთის გაგზავნა გახდა შესაძლებელი.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოეუკრაინისთვის“, რომლის ფარგლებში მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ უკრაინაში. კამპანიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ჯამში 60 ტონა ტვირთი გავაგზავნეთ და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად მატულობს ახალი კომპანიების რიცხვი, ვისაც სურვილი აქვს როგორც თავისი პროდუქციით, ასევე საკუთარი ფინანსური სახსრებით შეძენილი პროდუქციით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ კომპანიას გამოჩენილი თანადგომისა და სოლიდარობისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ უზრუნველყო.

კამპანიაში „აწარმოე უკრაინისთვის“ ამ ეტაპზე 61 ქართული კომპანიაა ჩართული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კამპანიის ფარგლებში დახმარება გაეწია საქართველოში მყოფ უკრაინელებსაც, რომელთაც სხვადასხვა პროდუქტი გადაეცათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023