ეკონომიკა
21/02/2023

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 25 ქართული კომპანია Gulfood 2023-ში იღებს მონაწილეობას

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვალს, 25 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023.

Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმართება და  ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

წელს, სააგენტოს მხრიდან დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაზრდა, 195 მ2-მდე, რამაც გამოფენაზე დამსწრე კომპანიების რიცხვის გაზრდა განაპირობა.

გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი  ჯგუფით არის წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვარისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.

ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023