ეკონომიკა
26/10/2023

"ასეთი მასშტაბური ფორუმები, ყოველთვის ექცევა მსხვილი საინვესტიციო ჯგუფების ყურადღების ცენტრში"

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არიის "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი სპონსორი, რადგან ასეთი მასშტაბური ფორუმები და ასეთი ტიპის პლატფორმა, ყოველთვის ექცევა მსხვილი საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში,"- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ტრანსკონტინენტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში მნიშველოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია.

"ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, თუმცა, კიდევ უფრო ეფექტიანად და უკეთესად შესასრულებლად, საჭიროა გლობალური სურათის შეხედვით გავითავისოდ და გავიზიაროთ, რა არის ჩვენი როლი და რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში. სწორედ, ამ ტიპის პლატფორმა და ფორუმები, სადაც მყარდება კომუნიკაციები, ხდება მსხვილ კომპანიებთან ურთიერთობა, ამის შესაძლებლობას იძლევა.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკის დისკუსიები გაიმართება.

როგორც წესი, ასეთი ტიპის ურთიერთობები იძლევა ახალ საშუალებებს და ქმნის ახალ ფანჯარას,  როგორც ქვეყნისათვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდეგ კი კომპანიებს შორის ახალი ურთიერთობები იქმნება, რაც ახალ ინვესტიციებში გადაითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და ბიზნესის განვითარება,“ -აცხადებს ფხაკაძე.

მისივე ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მასში მეტი ინვესტიციის განხორციელება რაც პროცესშია, თუმცა ეს გრძელვადიან ამოცანებსა და პროცესებს წარმოადგენს.

რაც შეეხება "აბრეშუმის გზის ფორუმზე" აქტივობას, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ წელს დასწრება უპრეცედენტოა.  მნიშვნელოვანია, რომ როგორც უცხო, ასევე ქართული კომპანიები ამ პროცესში ინტეგრირებული იყვნენ.

ცნობისთვის, თბილისი "აბრეშუმის გზის ფორუმს"  მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023