ეკონომიკა
26/04/2022

არსებული მარშრუტის გაუმჯობესება და ახალი ტვირთების მოზიდვა - დავით ფერაძე ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:  შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვა, კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავება, დერეფნის განვითარება და არსებული რეალობის გათვალისწინებით ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო  მარშრუტის ფარგლებში (შუა დერეფანი) აქტიურად თანამშრომლობენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანზიტო/სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და არსებული მარშრუტების გასაუმჯობესებლად, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს აღნიშნულ დერეფანში გამჭოლ სატარიფო პოლიტიკაზე, ტვირთების დეკლარირებასა და სატრანზიტო ტვირთის კონსოლიდაციის საკითხებზე მუშაობა. შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გამოყენებასაც შეეხო, რომელიც თავის მხრივ,  შუა დერეფნის მულტიმოდალურ ტვირთბრუნვას შეუწყობს ხელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023