ეკონომიკა
27/10/2023

არჩილ გაჩეჩილაძე: მაკროსტაბილურობა არის ის, რაც, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არსებობს

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელური დისკუსიის ფარგლებში საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ  შეაფასა.

„ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა რეფორმა უკვე განხორციელდა, მაგრამ მე დავიწყებ მაკროსტაბილურობით. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა სექტორზე და მიმდინარე ინიციატივებზე, თუ რა პერსპექტივები არსებობს. თუმცა მაკროსტაბილურობა არის ის, რაც, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში არსებობს - საქართველოს ვალუტა 1995 წლიდან, მას შემდეგ, რაც შემოვიღეთ, უკვე 28 წელია, სტაბილურობას ინარჩუნებს“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მან ფისკალურ დისციპლინაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა.

„ფისკალური დისციპლინა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია. ვცდილობთ, ამოვიღოთ გადასახადები და ეს მონაცემები, ზოგადად, კარგია. კიდევ ბევრი კარგი რამ გაკეთდა - დაბალი საგადასახადო ტარიფები, ასევე - საგადასახადო რეჟიმის გამარტივება“, - განმარტა „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, საქართველო რეგიონში ლიდერია საბანკო საკითხების თვალსაზრისითაც.

„რა აინტერესებს ყველა ინვესტორს? ეს არის საბანკო საკითხები და ჩვენ ვართ რეგიონში ლიდერი ამ ფრონტზეც. კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მიმდინარეობს ინფრასტრუქტურაში. სხვადასხვა ინვესტიცია იდება ენერგეტიკის სექტორში, ელექტროენერგია და ენერგეტიკის სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქაც საკმაოდ ცოცხალი და ძალიან აქტიური სიტუაციაა“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023