ეკონომიკა
01/03/2023

"არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მასშტაბური პოტენციალი გაგვაჩნია"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხი განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მინისტრმა ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების, ასევე, „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებზე გაამახვილა.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ადასტურებს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. ვფიქრობ, ჩვენ გაგვაჩნია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მასშტაბური პოტენციალი, რაც ორმხრივად სასარგებლო და ეფექტიანი იქნება“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.

„საქართველო, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებით, არაბი ინვესტორების ინტერესის საგანს წარმოადგენს. მივესალმებით ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს “, - აღნიშნა აჰმედ ალნუაიმმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ხილი, მოცვი, თხილი, და განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ნოემბერში, არაბთა გაერთიანებული საამიროები გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას (UNFCCC COP 28) მასპინძლობს, სადაც ელჩმა ოთარ შამუგია პერსონალურად მიიწვია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023