ეკონომიკა
03/11/2023

"ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ბიუჯეტიდან ₾70 მლნ-ია გათვალისწინებული“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 150 მილიონი ლარი და ჯამში, 800 მილიონ ლარამდე იქნება ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი.

შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 326 მილიონი ლარით ბიუჯეტი. აქედან მინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი. 50 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ჩადებული და 20 მილიონი უკვე წელს გამოვუყავით. ჩვენი მხრიდან დასადები თანხები უკვე მობილიზებულია, დაიწყება მშენებლობა გაზაფხულზე, ასეთი გეგმის მიხედვით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ახლა ინვესტორის შერჩევა, რომელიც მალე დასრულდება, მაქსიმუმ დეკემბერი-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულ ინვესტორს და ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის მარტი-აპრილში, დაახლოებით ასეთი გეგმა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022