ეკონომიკა
02/02/2023

ახალგაზრდების მესამედს უახლოეს 1 წელში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა სურს -NDI

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ახალგაზრდებს შორის კი უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმას 30% განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კვლევის შედეგები ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

კითხვაზე - „რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ?“ რესპონდენტთა 20-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელია, 76%-ის პასუხი იყო, რომ მოსალოდნელი არ არის, 4%-ს კი პასუხი არ აქვს.

კვლევის თანახმადვე, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. კერძოდ, იგივე შეკითხვას თბილისში დადებითი პასუხი გასცა 26%-მა, დიდ ქალაქებში 21%-მა, უმცირესობებით დასახლებების მცხოვრებთა 26%-მა. 18-34 წლის ასაკის მოქალაქეთა ნაწილში კი დადებითი პასუხი ჰქონდა 29%-ს, 35-54 წლის ასაკში უახლოეს ერთ წელიწადში უცხოეთში წასვლის მსურველთა წილი 26%-ა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023