ეკონომიკა
24/10/2023

"აბრეშუმის გზის ფორუმში" მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი მონაწილეობს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელში, რომელიც 26 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი ჩარლზ ჯეი კორმიერი მონაწილეობს. პანელს სახელწოდებით Meaningful Connectivity Enabler for Global Growth მოდერატორობას გაუწევს ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.

ჩარლზ ჯეი კორმიერს მსოფლიო ბანკში მუშაობის 22 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონალური დირექტორი, კორმიერი მართავს 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პორტფელს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ციფრული სერვისების, ინფრასტრუქტურისა და დეკარბონიზაციის მხარდამჭერი პროექტების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის მაღალი რანგის სტუმრები როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან.

ფორუმს 26 ოქტომბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ოფიციალურად გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება პანელური დისკუსიები სახელწოდებით „ვაჭრობა მომავლისთვის“ (Trade4Future) და „შუა დერეფანი“ (The Middle Corridor in the Spotlight.)

რაც შეეხება სხვა მაღალი დონის პანელებსა და სესიებს, ისინი ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „ბილტმორსა“ და „რედისონში“ ჩატარდება. აბრეშუმის გზის ფორუმზე დასწრება მხოლოდ წინასწარ რეგისტრირებულ პირებს შეეძლებათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023