ეკონომიკა
23/10/2023

"აბრეშუმის გზის ფორუმის" საინვესტიციო პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი იქნება

საინვესტიციო პანელის ორ სესიას, რომლებიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 27 ოქტომბერს,  სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მოდერატორობას ტელეკომპანია Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი   მელინდა ქრეინი გაუწევს.

ქრეინს ორ ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ღონისძიებების და დისკუსიების მოდერაციაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამინისტროებისა და კერძო კომპანიებისთვის. 15 წლის განმავლობაში იგი თანამშრომლობდა კომპანიებთან, რომლებიც მუშაობდნენ გარემოზე კლიმატის ზემოქმედებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, მათ შორისაა UNFCCC, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი, IRENA, პოტსდამის ინსტიტუტი, P4G, R20 - ავსტრიის მსოფლიო სამიტი და სხვა.

სესიების დასრულების შემდეგ გაიმართება ორმხრივი (B2B) შეხვედრები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

"აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველ ორ წელიწადში იმართება,  ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას, მათ შორის,  „შუა დერეფნის“ ინიციატივაში.

2023 წლის ორდღიანი ფორუმი 26 ოქტომბერს, თბილისის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023