ეკონომიკა
23/03/2022

$400 მლნ-იანი ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში - WB-მა საქართველოსთვის პროგრამა დაამტკიცა

მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვან, $400 მლნ-იან დაფინანსებას გამოყოფს. ადამიანური კაპიტალის პროგრამა საფინანსო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა, - ეს საქართველო-მსოფლიო ბანკის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში განხორციელებული უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით ერთიანად დასაფინანსებლად - განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. 

„„მხოლოდ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალის ათვისებით, მომავალი თაობის მაღალი ხარისხის განათლებასთან წვდომით, და ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თანასწორი სერვისების მიწოდებით, შეძლებს საქართველო მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესი სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მისი ხალხისთვის. პროგრამა უპრეცედენტოა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვისრაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის,“ - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. 

ადამიანური კაპიტალის  პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

პროგრამამ წვლილი უნდა შეიტანოს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში და მოწყვლადი ჯგუფების ჩართვაში ჯანდაცვის, სოციალურ და დასაქმების სერვისებში. მოსალოდნელია, რომ რეფორმები გააუმჯობესებს ბავშვიანი ღარიბი ოჯახების სოციალური დახმარების დაფარვას, და ამასთან, უკეთესად მოამზადებს და დააკავშირებს უმუშევარ პირებს დასაქმების შესაძლებლობებთან. პროგრამა მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვის მომსახურების შესყიდვისა და ფასწარმოქმნის რეფორმაში, ფარმაცევტული ბაზრის ეფექტიანობისა და თანასწორობის გაუმჯობესებაში, და ასევე, პირველადი ჯანდაცვის, ისევე როგორც ჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესებაში.

საგანმანათლებლო რეფორმების მიმართულებით კი, ადამიანური კაპიტალის პროგრამის მთავარი ამოცანაა საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება, რათა მათ შეძლონ მზარდი კომპლექსური პრობლემების დაძლევა, რომელთა წინაშეც დღეს  თანამედროვე საზოგადოება დგას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო, საუნივერსიტეტო და შემდეგომი განათლების ეტაპების ჩათვლით.

პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას გლობალური კლიმატის ცვლილების დღის წესრიგთან დაკავშირებით. მთაგორიანი რელიეფის გამო, საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისული მოვლენების მიმართ. შერბილების მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად, როგორებიცაა სათბურის აირების გამოფრქვევის შემცირება და სკოლების ენერგოეფექტიანობა, პროგრამა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმებული ღონისძიებების განხორციელებას მასში ჩართული ყველა  მონაწილის მიერ. ეკოლოგიის მიმართულებით, განათლების პროგრამა ასევე ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის მოდულების ჩატარებას კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტიანობის  შესახებ, ასევე ტრენინგებს „მწვანე“ სამუშაო ადგილებისთვის აუცილებელი უნარების ათვისების ხელშესაწყობად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023