ეკონომიკა
17/05/2021

"2022 წლის ბოლოსთვის გვექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება სწრაფი და იაფი გადახდის საშუალება"

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო მიიღებს 85 მლნ ევროს შეღავათიან, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად.

პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

პროექტი მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების კომპონენტს, რომელსაც დამოუკიდებლად განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. პროექტით ერთი მხრივ გაძლიერდება დახმარების პროგრამები მცირე ზომის საწარმოებისთვის, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება სწრაფი გადახდების ახალი სისტემა, რომელიც მათ შორის აღნიშნული საწარმოებისთვის გაზრდის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობას.

"პროექტი რამდენიმე ქვეკომპონენტს მოიცავს და ყველა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის დიჯიტალიზაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კომპონენტს, ესაა სწრაფი გადახდების სისტემა, რომელიც მუდმივად, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ვფიქრობთ, რომ პროექტის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაჭირდება. საქართველოს მომავალი წლის ბოლოსთვის ექნება ახალი საგადახდო სისტემა, რომელიც იქნება სწრაფი, მყისიერი და იაფი გადახდის საშუალება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023