ეკონომიკა
23/12/2022

2022 წელს კახეთში მაგისტრალური გზის გარდა, ₾140 მლნ-ის ღირებულების პროექტი მიმდინარეობდა

2022 წელს კახეთის რეგიონში მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 140 მლნ ლარამდე ღირებულების 26 პროექტი მიმდინარეობდა. აქედან  8 პროექტი  უკვე დასრულდა.
 
საავტომობილო გზების დეპარტმანეტის ინფორმაცით, ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი (1.2 კმ. სიგრძის).
 
 აღნიშნული პროექტების ფარგლებში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26 კმ-იანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელი გზა, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, ზემო ხოდაშენი-ალავერდის დამაკავშირებელი გზის 12 კმ-მდე მონაკვეთი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი და სხვა.
 
დეპარტმანეტის ინფორმაციით, ხსენებული პროექტები კახეთის რეგიონში გაზრდის ტურისტულ პოტენციალს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი გზებით სარგებლობას შეძლებს.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023