ეკონომიკა
30/01/2023

2022 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 7.2%-ით გაიზარდა.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822
ნებართვა 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები).

ნებართვების 77.2% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებით (52%) თბილისი და (10.5%) მცხეთა-მთიანეთი ლიდერობენ. 8.4% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6.4% - იმერეთზე მოდის. 

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

2022 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან
შედარებით 51.3 პროცენტით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.6% მოდის თბილისზე, 11.8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2% -კახეთის რეგიონზე და 9.1% - იმერეთის რეგიონზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023