ეკონომიკა
20/01/2023

2022 წელს ჩინეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო - საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – 736.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორეზეა აზერბაიჯანი – 672.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს რუსეთი იკავებს – 651.6 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 2 370.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 835.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 126.0 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები – 459.8 მლნ. აშშ დოლარით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023