ბიზნესი
25/01/2023

ზარაფხანა: 2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ

საიუველირო სახლი „ზარაფხანას“  აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე სამხარაძე 2022 წელს  „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ 2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა.

„გააქტიურებულ რეალიზაციას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთია პანდემიის პერიოდში მოსახლეობის მხრიდან ფუფუნების საგნებზე თავშეკავების მომენტი და მეორე - მიგრანტების შემოსვლა და ზოგადად,გაზრდილი ტურიზმის შედეგად ეკონომიკის ზრდა, რამაც ხალხში მეტი ფინანსების ბრუნვას შეწუყო ხელი. ეს სიკეთე ყველა ბიზნესს დაეტყო. საერთაშორისო მასშტაბითაც, საიუველირო ნაწარმზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა“-აცხადებს სამხარაძე.

მისივე განმარტებით, გაყიდვებში 10% კორპორატიულ მიმართულებაზე მოდიოდა. როგორც სამხარაძე აცხადებს, კომპანიაში ეს სეგმენტი 2019 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა.

„ზრდაა საცალო მიმართულებითაც. კორპორატიულ სეგმენტში აქტიურობენ კერძო კომპანიები. გვიკვეთავენ თანამშრომლებისთვის, სტუმრებისთვის გარკვეულ პროდუქციას,“-აცხადებს სამხარაძე.

მისივე განმარტებით, კომპანიამ 2022 წელს გაამრავალფეროვნა ასორტიმენტი და კორპორატიული შეთავზების ნუსხას სასაჩუქრე დანების ხაზიც დაამატა.

შეგახსენებთ, რომ „ზარაფხანა“ საქართველოში ერთადერთი საიუველირო საწარმოა, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა.

დღეისთვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით ბრენდული საიუველირო ნაკეთობის   5 მაღაზიას მართავს. აქედან 1 ონლაინ მაღაზიაა. კომპანია  100 სამუშაო ადგილს ქმნის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023