ბიზნესი
24/05/2021

Vanilla Sky: კომპლექსი ღიაა, თუმცა ვერ ვმუშაობთ, ხალხი არ დადის

ნატახტარში, დასასვენებელი კომპლექსი Vanilla Sky-ს დირექტორის, ნინო  ფერაძის განცხადებით, კომპლექსი გახსნილია, თუმცა, აქტივობა არ შეინიშნება. მისი განმარტებით, პანდემიიდან გამომდინარე,  ხალხი  მაინც თავს იკავებს მსგავსი აქტივობებისგან.

როგორც ფერაძე აცხადებს, მიუხედავად ამისა, კომპანიაში არსებული ყველა სერვისი ხელმისაწვდომია, მათ შორის, საცურაო აუზიც.  

„ჩვენ რეგულაციების დაცვით მთელი წელია ვმუშაობთ, დავასრულეთ სარემონტო სამუშაოებიც. გახსნილები ვართ, თუმცა ვერ ვმუშაობთ. ფასები კვლავინდებურად დაბალია, არ დაკორექტირებულა,“ - აღნიშნავს ფერაძე.

Vanilla Sky-ს დირექტორს არ აქვს მოლოდინი, რომ წელს ზაფხულის სეზონი ისეთივე აქტიური იქნება, როგორც პანდემიამდე. მისი ინფორმაციით, ხარჯი იმდენად აღემატება შემოსავალს, რომ კომპანიის ადმინისტრაციას განსხვავების საკუთარი სახსრებით დაფარვა უწევს.

„წელს დიდი მოლოდინი არ მაქვს და ვერც პერსპექტივას ვხედავ. გარდა იმისა, რომ გვაქვს კომპლექსი, ვართ ტურისტული კომპანიაც, სასტუმროც, რესტორანიც.

ვიღებდით ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენს სასტუმროში. საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავდა. გვქონდა ტრეინინგები, კონფერენციები, ღონისძიებები. აუზზე მომსვლელი ხალხიც ბევრი იყო  და რესტორანშიც. ვემსახურებოდით შიდა ფრენებს, ვყიდიდით ბილეთებსაც. დღეს ყველაფერი მდორედ მიდის, სეზონზე შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა, მგონია, რომ ეს სეზონი ვერ დაფარავს იმ ხარჯებს რაც არის. არაუშავს, მოვემზადებით შემდეგი წლისთის და შემდეგი სეზონისთვის,“ - აცხადებს ფერაძე.

შეგახსენებთ, Vanilla Sky Georgia  ტურისტულ ბაზარზე 2008 წლიდანაა და მომხმარებელს ფარტო სპექტრის მქონე არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, კომპანია ფლობს საკუთარ აეროდრომს ნატახტარში და  ახორციელებს შიდა ფრენებს ავიაკომპანია AK Air-ის საშუალებით, აქვს ავიატაქსის სერვისი, ტურისტული კომპანია, კომპლექსი ვანილა,ასევე  ფლობს სასტუმროს და რესტორანს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023