ბიზნესი
16/06/2021

ვაკეში მრავალფუნქციური კომპლექსი არ აშენდება - მერიამ კომპანიას ნებართვაზე უარი უთხრა

ვაკეში, ძველი სტუდქალაქის  ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აღარ აშენდება.

როგორც კომპანიის „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“ ხელმძღვანელი ივერი ჭალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, თბილისის მერიამ დაუშვებლად ცნო არსებულ ლოკაციაზე აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა.

„მუნიციპალიტეტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად მსგავსი პროექტის განხორციელება. გვეთქვა უარი. მიზეზი კოეფიციენტები და მოცულებებია. ჯერ-ჯერობით ეს საკითხი გაჩერებულია. სხვა ლოკაციის განხილვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ,“ - აცხადებს ჭალიძე.

კომპლექსის მთავარი შეთავაზება ქალაქისადმი იყო ჭავჭავაძის გამზირის არეალში, მიწის დონეზე უპრეცედენტოდ მცირე განაშენიანება, რაც მიწის ნაკვეთის შენობით მხოლოდ 37%-ით ათვისებას გულისხმობდა. დანარჩენი 63% (4600 კვ. მეტრი) თავისუფალი უნდა ყოფილიყო და საზოგადოებრივ სივრცეებს დაეთმობოდა.

პროექტის მიხედვით, ეს საჯარო სივრცე ჭავჭავაძის გამზირიდან მიქელაძის ქუჩამდე მთელი ტერიტორია უნდა მოეცვა  და ის არა მარტო თავშეყრის ადგილისა და მომსახურების ობიექტების ერთობლიობას შექმნიდა, არამედ გააჩენდა აქტიურ საფეხმავლო კავშირს ჭავჭავაძის გამზირსა და მის ჩრდილოეთით განაშენიანებას შორის.

დამატებით დაგეგმილი იყო საავტომობილო კავშირიც ჭავჭავაძის გამზირსა და მიქელაძის ქუჩებს შორის. კომპლექსს მოემსახურებოდა მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც შენობის ფუნქციების შესაბამისად გაიმიჯნებოდა.

მაღლივი კოშკების გამაერთიანებელი მოცულობა ძირითადად დათმობილი იქნებოდა კომერციულ და საოფისე დანიშნულების ფუნქციებზე. 

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავდა საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საზოგადოებრივი თავშეყრის, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023