ბიზნესი
28/06/2021

უზნაძეზე Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი უცნობია

თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. პროექტი არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას  ხორციელდება. საუბარია, ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექის მშენებლობაზე.

როგორც  პროექტის მფლობელი კომპანია „ბეტა ჯგუფის“  დირექტორი გიორგი ჯოხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი 2022 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.მისი ინფორმაციით,კომპანია სამშენებლო სამუშოებს უახლოეს პერიოდში განაახლებს და პროექტის მშენებლობას დაახლოებით 1.5-2 წელში დაასრულებს. 

მისი ინფორმაციით, სასტუმრო 227 ნომრიანი იქნება, ამას ემატება 133 ნომრიანი აპარატამენტი, კომერციული ფართები პირველ სართულზე, 25 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და სივრცეები კაფე-რესტორნებისთვის. კომპლექსს კომპანია „ანაგი“ ააშენებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონ დოლარია.

კომპანია „ბეტა ჯგუფი“ 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023