ბიზნესი
12/07/2023

"უცხოელებს საქართველოდან ლავანდის ნაწარმი სასაჩუქრე შეფუთვებით მიაქვთ"

საქართველოში ლავანდის რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება როგორც ლავანდის პლანტაციიების, ისე ლავანდისგან წარმოებული პროდუქციის რაოდენობაც.

„ბიზნესპარტნიორთან“ ლავანდის ბაღების მფლობელი და ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ნინო სანიკიძე აცხადებს, რომ ადგილობრივების გარდა, საქართველოში დამზადებული ლავანდის ნაწარმით ინტერესდებიან საერთაშორისო ვიზიტორებიც, რომლებსაც პროდუქცია სასაჩუქრე შეფუთვებით მიაქვთ.

„თავიდან ცოტა ბუნდოვანი იყო, ქართული ბაზრისთვის რამდენად საინტერესო იქნებოდა ეს პროდუქტი, რადგან ჩვენი მომხარებელი ასე ახლოს არ იცნობდა ამ მცენარეს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს ნაკლებად მოიხმარდა.

ქართულ ბაზარზეც ნაკლებად იყო წარმოდგენილი მსგავსი ტიპის პროდუქტი. ცხადია, ხდებოდა ლავანდისგან დამზადებული პროდუქციის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ძალიან მცირე დოზით.

ამიტომ, ცნობადობა ნაკლები იყო მაგრამ, დღეს უკვე ძალიან გათვითცნობიერებული მომხმარებელი მოდის და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ ზოგადად ლავანდაზე და იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებთ. რაც შეეხება უცხოელებს, მათ ლავანდის ნაწარმი სასაჩუქრე შეფუთვებით მიაქვთ, რადგან, მაგალითად, ევროპაში მსგავსი პროდუქტი აქტიურად გამოიყენება მათ ყოველდღიურობაში“, - აღნიშნა ნინო სანიკიძემ.

მისივე თქმით, „ტოტოს ლავანადა“ ამჟამად, 10 სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის - ლავანდის დისტილირებულ წყალს, საშეებს, დამამშვიდებელ როლერებს, რომელიც ლავანდისა და წიპწის ზეთითაა დამზადებული.

„სხვათა შორის, ლავანდის ნაწარმის ცნობიერება ქართველ მომხმარებლებში ბოლო პერიოდში იმდენად გაიზარდა, ისინი არა მხოლოდ წარმოებულ პროდუქციას, არამედ ლავანდის ნერგებსაც ყიდულობენ“, - აღნიშნავს ნინო სანიკიძე.

მისივე ინფორმაციით, „ტოტოს ლავანდების“ პროდუქციის ფასები 5 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ღირებულება 38 ლარია.

ცნობისთვის, „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელმა, ბრიტანული ლავანდის პირველი ნერგები საქართველოში პანდემიის დროს ჩამოიტანა. თუმცა, თავად, პლანტაციების გაშენების იდეა, გაცილებით ადრე, საფრანგეთში, კერძოდ პროვანსში მოგზაურობის დროს გაუჩნდა, სადაც ნანახმა ლავანდის ბაღებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ სურათის ინსპირაციით, რამდენიმე წელში, საგურამოსთან ახლოს, ფერადი პლანტაციები გააშენა.

ლავანდის თვესებების შესწავლის და პლატაციების გაშენების შემდეგ კი, ჯერი წარმოებაზე მიდგა და ასე დამზადდა ლავანდის ეთერზეთები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023