ბიზნესი
29/09/2021

"უმალმა" შესაძლოა ბრენდული მაღაზიების ქსელი გახსნას

„უმალის“ მენეჯმენტი ასორტიმენტის გაფართოების შემდეგ, ბრენდული მაღაზიების ქსელის შექმნას არ გამორიცხავს.

როგორც „სინერჯიდან“ “უმალის“ განვითარების კურატორი მარიამ ჟორჟოლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საწყის ეტაპზე მაღაზია შეიძლება ქარხნის მიმდებარედ, ქარელში გაიხსნას, რასაც მისი ლოკაცია ძალიან უწყობს ხელს. მარტივი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შესაძლებელი ხდება, დასავლეთის გზაზე მიმავალი ადამიანებისთვის, მხოლოდ ერთი გაჩერებით გახდეს ხარისხიანი თევზი და მისგან დამზადებული პროდუქტები ხელმისაწვდომი, პირდაპირ წარმოებიდან. სამომავლოდ კი  ობიექტის გახსნა თბილისშიც განიხილება.

კომპანია „უმალი“ ოქტომბერში თევზის პაშტეტის და ე.წ შპროტის (ქარსალა) წარმოებას გეგმავს. ორივე პროდუქტი მინის ქილებში იქნება და ის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.

დამუშავების პროცესშია კიდევ რამდენიმე პროდუქტი, რომლის წარმოებასაც „უმალი“ ეტაპობრივად დაიწყებს. დაგეგმილია თევზის გაყინული ფორმით რეალიზაციაც.

შეგახსენებთ, “სინერჯი“ საინვესტიციო და განვითარების კომპანიაა, რომელიც ყიდულობს 20%-იდან 50%-მდე წილს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში, შეჰყავს ინვესტორები და უზრდის მათ ღირებულებას. თითოეულ კომპანიაში “სინერჯი“ საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითაც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.

კომპანია „უმალში“ „სინერჯი“ 2021 წლის აგვისტოდანაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება „უმალს“, ის 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023