ბიზნესი
15/07/2021

“უმალი“ თევზის ჩიფსების და პაშტეტის წარმოებას იწყებს

თევზის მწარმოებელი კომპანია „უმალი“ 1 თვეში თევზის ჩიფსებს, ხოლო სექტემბრის ბოლოდან თევზის პაშტეტის წარმოებას იწყებს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დიტო წვერავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ჩიფსები 60 გრამიან პარკებში გაიყიდება, პაშტეტი კი 80-100 გრამიან პოლიეთილენის პარკებში.

რაც შეეხება ფასს, კომპანიაში ამ დროისთვის კალკულაცია მიმდინარეობს და ის, თუ რა ფასად გაიყიდება წარმოებული პროდუქცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წვერავას განცხადებით, ქარელის რაიონში წარმოებული თევზის ჩიფსები და პაშტეტები, ისევე როგორც კომპანიის სხვა პროდუქცია, „უმალის“ ბრენდით, საწყის ეტაპზე „ორი ნაბიჯის“ ქსელში გაიყიდება. სამომავლოდ კი დაგეგმილია, პროდუქციის სხვადასხვა სავაჭრო ქსელში რეალიზაციაც.

წვერავას ინფორმაციით, კომპანიამ პროექტში დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია „უმალი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. ის  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია.

საწარმოში ჯამურად 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249 081 დოლარი გრანტია, ხოლო 311 352 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. 

უმალის“ დღიური წარმადობა 2.5 ტონაა. პროდუქციის გამოშვება სეზონურია და ზაფხულში შედარებით მცირდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023