ბიზნესი
13/10/2021

UG ბაღის ინიციატივა: ბაღის დახურვის შემთხვევაში პედაგოგებს ხელფასი სახელმწიფომ გადაუხადოს

საქართველოს უნივერსიტეტის სკოლასთან (UG სკოლა) არსებული UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება და  მთავრობა კერძო ბაღების დახურვის გადაწყვეტილებას ისევ მიიღებს, სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება  კერძო ბაღის  პედაგოგებსაც ისევე გადაუხადოს ხელფასი, როგორც ამას სახელმწიფო ბაღების შემთხვევაში აკეთებს.

„სერიოზული დისკრიმინაციაა, როდესაც ჩემს თანამშრომელს ხელფასიდან ბიუჯეტში შენატანი შეაქვს, საშემოსავლოს იხდის, ამ დროს კი სახელმწიფო ბაღებში დასაქმებულ პედაგოგებს, მათ ბაღში კოვიდის დადასტურდების და შემდეგ დახურვის შემთხვევაში, ხელფასი უნარჩუნდებათ,“ - აცხადებს მაზმანოვა.

მისი განცხადებით, თუ მთავრობამ საბავშვო ბაღების დახურვის გადაწყვეტილება კიდევ მიიღო, ეს დაღუპვის ტოლფასი იქნება.

„გარდა ფინანსური პრობლემებისა, საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ბავშვებს ერთმანეთის ეშინიათ, ვერ კონტაქტობენ, ერთად ვეღარ თამაშობენ. დაგვჭირდა ერთი კვირა იმისთვის, რომ ბავშვები ჯგუფურად თამაშში ჩაგვერთო.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, UG ბაღს მაინც უნივერსიტეტი ეხმარება და ამ ნაწილში მთლად ცუდ მდგომარეობაში არ ვართ, თუმცა, თუ სახელმწიფომ ბაღების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თანამშრომლები უხელფასოდ დარჩებიან“, - აცხადებს მაზმანოვა.

მაზმანოვას ინფორმაციით, UG ბაღის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას კოვიდ რეგულაციები და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. მისი განმარტებით, ამ დროისთვის საბავშვო ბაღის თანამშრომლების 100% აცრილია, ვაქცინირებულები არიან ბავშვების მშობლებიც.

როგორც მაზმანოვა აცხადებს, აქტივობა მაღალია, ეს კი გამომდინარეობს იქიდან, რომ  უსაფრთხოების ნაწილი მოგვარებულია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023