ბიზნესი
19/07/2021

UG ბაღი: სამუშაო საათები თუ თანმიმდევრულად შეიცვლება, ბავშვებისთვის იდეალური იქნება

საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) და საქართველოს უნივერსიტეტის სკოლასთან (UG სკოლა) არსებული UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ამ რეჟიმზე ყველა დამსაქმებელი გადავა, იქნება ეს საჯარო თუ კერძო და პროცესი თანმიმდევრული იქნება. 

“08:30 საათიდან 18:30 საათამდე ბაღი იმიტომ გვაქვს, რომ მშობლებმა სამსახურში წასვლამდე ბავშვების მოყვანა მოასწრონ და პირიქით, გამოყვანა. თუ ყველა გადავა ამ რეჟიმზე პრობლემა არ იქნება, ჩვენი ბაღიც ახალ განრიგს შეიმუშავებს, მოვერგებით სიტუაციას, ეს პრობლემა არ არის. თანახმა ვარ, ბავშვებისთვის ეს იდეალურია, რადგან ისინი გარკვეული პერიოდი მშობლებთან უნდა იყვნენ და მათთან მეტი დრო გაატარონ. ეს რეჟიმი მაშინ გაამართლებს, თუ ყველაზე გავრცელდება, სხვანაირად ამის გაკეთება არარეალური იქნება,“ - აცხადებს მაზმანოვა.

შეგახსენებთ, რესტორატორთა ასოციაცია“ სამუშაო საათების შეცვლის ინიციატივით გამოდის. როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორის“ დილის გადაცემაში განაცხადა, კარგი იქნება თუ საჯარო და კერძო სექტორი სამუშაო დღეს 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. ბურჯანაძის მოსაზრებით, აღნიშნული გაზრდის ადამიანებში ბედნიერების ინდექსს და უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს.

ინიციატივას იზიარებს ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც. ის ამბობს, რომ კარგია, თუ  საჯარო სექტორი მუშაობას 08:00 საათზე დაიწყებს და 16:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესმენის აზრით, ამას ბიზნესი  ინდივიდუალურად მოერგება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023