ბიზნესი
08/06/2021

UG ბაღი: HACCP-ის სტანდარტის დანერგვის ვალდებულება ხარჯს გვიზრდის

საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) და საქართველოს უნივერსიტეტის სკოლასთან (UG სკოლა) არსებული UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,რომ მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღი გახსნილია და მუშაობს, მოთხოვნა მცირეა.

როგორც მაზმანოვა აღნიშნავს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ბაღი თავიდან იწყებს მუშაობას, ამას დაემატა 1 ივლისიდან საბავშვო ბაგა-ბაღებში HACCP-ის სტანდარტის დანერგვის ვალდებულებაც, რომელიც საკმაოდ ზრდის ხარჯს.

„ჯერ უნდა გავიაროთ ტრენინგები, რომელიც ფასიანია, უნდა შევიძინოთ შესაბამისი ინვენტარი, გვჭირდება სამზარეულოს გადაკეთება, ბევრი რამეა შესაცვლელი,“ - აცხადებს მაზმანოვა.

მისივე განმარტებით, შემოსავალი მცირეა, თითქმის განახევრებული, ამის გამო კომპანიას თანამშრომლების შემცირებაც მოუწია.

„ძალიან რთულ სიტუაციაში ვმუშაობთ, ახლა ბიზნესის შენარჩუნების ფაზაში ვართ ისევ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბაზარზე ვიყოთ, როგორმე გადავრჩეთ, რომ არ დავიხუროთ. ბევრი ბაღი დაიხურა, ვერ შეძლო მუშაობა, ჩვენ სხვა მდგომარეობა გვაქვს, სკოლა და უნვერსიტეტი ფინანსურად გვეხმარება. ელემენტარული, ჩვენ  იჯარასაც არ ვიხდით, სხვებს ეს ხარჯიც ემატებათ,“ - აცხადებს მაზმანოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023