ბიზნესი
14/09/2023

"უძრავი ქონება წელს მნიშვნელოვნად აღარ გაძვირდება"

ზაფხულში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა.  Colliers Georgia-ს ინფორმაციით,  2023 წლის აგვისტოში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,420 ერთეული შეადგინა, რაც  წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია. ბაზრის ზომა 8%-ით, 187 მილიონ  დოლარამდეა შემცირებული. 

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“  ,,არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე   აცხადებს, მიზეზი სეზონურობაა.

„უძრავი ქონების ბაზარს ზაფხულობით სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში არ არის ისეთი ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, ტრანზაქციები იკლებს. ეს მოხდა მიმდინარე წლის ზაფხულშიც, რაც ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2022 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, მიგრანტების შემოდინება მაღალი იყო, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა“, - განმარტა ბესო ორთოიძემ.

მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდის კლება უძრავი ქონების გაყიდვებში აგვისტოს ბოლოდან აღდგა და  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს  ტრანზაქციების განხორციელებს. 

რაც შეეხება ფასებს, დარგში ფიქრობენ, რომ უძრავი ქონება წელს მნიშვნელოვნად აღარ გაძვირდება და ფასები, წლიურად, შესაძლოა, 10%-ამდე დაკორექტირდეს.

„ზოგადად, ბინების ფასების წლიური 7-დან 10 პროცენტამდე ზრდა, არის ძალიან ნორმალური ჩვენნაირი, ანუ განვითარებადი ქვეყნისთვის. ჩემი პროგნოზით, წლის ბოლოს, ჩვენ დაგვიფიქსირდება, დაახლოებით, 10%-იანი ზრდა“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

ცნობისთვის, Colliers Georgia-ს მონაცემებითვე, აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი გასაყიდი ფასი თითქმის უცვლელი დარჩა როგორც თბილისის ცენტრში, ისე მის გარეუბნებში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023