ბიზნესი
21/07/2021

წლის ბოლომდე "ქალაქური" თხილისა და "სნექის" უკრაინაში გატანას გეგმავს

თხილეულის და "სნექების" მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ პანდემიის მიუხედავად ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეპიდემიულოგიურმა პროცესებმა გარკვეულწილად შეაფერხა როგორც არსებულ ბაზრებთან ურთიერთობა, ისე ახალი ბაზრების მოძიების პროცესი. თუმცა, იყო სხვა ტიპის ხელისშემშლელი ფაქტორებიც.

როგორც მურად ღოღაძე აცხადებს, ამ ეტაპზე შეფერხებულია ექსპორტის მიმართულებაც, თუმცა კომპანია ახალი პარტნიორების ძიების პროცესშია.

„კომპანია „ქალაქური“ ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობდა ჩინეთთან და აშშ-სთან. სამომავლოდ იგეგმება აღნიშნულ ბაზრებზე დაბრუნება და ახალი ბაზრების მოძიებაც. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასთან და „ქალაქურის“ პროდუქციის  უკრაინაში გაყიდვა წლის ბოლომდე იგეგმება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაერთიანებული ემირატების ქვეყნებთან,“ - აცხადებს ღოღაძე. 

კითხვაზე, რატომ შეჩერდა ექსპორტი, ღოღაძე განმარტავს, რომ მიზეზი მცირე წარმადობა იყო.

„პარტნიორები დიდ პარტიებს გვთხოვდნენ, ჩვენ კი არსებული ქარხნით დიდ მოცულობებზე ვერ გავდიოდით. ახლა, როდესაც ახალი ქარხნის მშენებლობა დავიწყეთ, ეს პრობლემა აღმოიფხვრება,“ - აცხადებს ღოღაძე.

კომპანია "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს  და სადისტრიბუციო  ქსელის  საშუალებით  ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ  პროდუქციას აწარმოებს/ყიდის.  მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტა,  მიწის თხილი, გოგრის გული,  სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი,თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით , თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით,  თაფლით და მარილით. პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი.

ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე  დაფასოებული -  200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში. ამჟამად კომპანიის ქარხანა თბილისში, თემქაზე მდებარეობს.კომპანია წლის ბოლომდე ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ექსპლუატაციაში 2022 წელს შევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023