ბიზნესი
20/07/2021

წლის ბოლომდე "არქი" რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

უძრავი ქონების ბაზარზე გამოცოცხლება შეინიშნება.

დეველოპერული კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  საერთო ტენდენცია როგორც ქვეყანაში, ისე კომპანიაში პოზიტიურია. შესაბამისად, გაყიდვების ზრდა აშკარაა.

როგორც ხეცურიანი განმარტავს, 2020 წელთან შედარებით, რეალიზაციის მაჩვენებელი ცალსახად გაზრდილია, 2019 წელთან შედარებით კი თითქმის იდენტურია.

კითხვაზე, რამ განაპირობა გაყიდვების ზრდა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური, ფინანსური და ეპიდემიოლოგიური ფონია, „არქის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტრანზაქციების რაოდენობა (ამას კოლიერსის, გალთ&თაგარტის და თიბისი კაპიტალის კვლევებიც ადასტურებს) გაზრდილია.

„რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, შედარებით უკეთესი მდგომარეობა იმიტომ არის, რომ „არქის“ მიმართ ნდობის ფაქტორი საზოგადოებაში უფრო მაღალია, კომპანიას კარგი რეპუტაცია და დაფარვის გეოგრაფია აქვს. ნდობის ფაქტორი, ხარისხი, მარკეტინგი განაპირობებს სწორედ იმას, რომ ჩვენთან ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საშუალოდ სექტორში,“ - აცხადებს ხეცურიანი.

„არქის“ გენერალური დირექტორი მოლოდინებზეც საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ გააქტიურებული ვაქცინაცია გახდება იმის საფუძველი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ბიზნესზე.

შიო ხეცურიანი „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლო საინვესტიციო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია წლის განმავლობაში დაახლოებით 3 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, საიდანაც ორი თბილისში იქნება, ერთი კი - ბათუმში. მისი განცხადებით, საუბარია, რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023