ბიზნესი
01/07/2021

"თოლიამ" ასორტიმენტის განახლებაში ₾1.5 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა

ნაყინის მწარმოებელები ახალ სეზონზე მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობენ, მათ შორისაა, კომპანია „თოლია“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „თოლიამ“ ბაზარზე განახლებული ასორტიმენტი გამოიტანა, დაამატა ნაყინის ორი ახალი სახეობა მარწყვის საოჯახო და შოკოლადის ჯენიო (კამპარას ვრენდით). ამისთვის კომპანიას ქარხნის გადაიარაღებაც მოუწია, რაშიც დაახლოებით 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„თოლიაში“ გააქტიურებულ გაყიდვებზეც საუბრობენ და განმარტავენ, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი დაგეგმილთან შედარებით 10%-ით მეტია. მიზეზი კი კომპანიის მიერ გააქტიურებული მარკეტინგული აქტივობებია. ამას ემატება ახალი მაღაზიების და გაყიდვების წერტილების ათვისება, რაც საბოლოო ჯამში გაყიდვების გაზრდილ მაჩვენებელში გამოიხატა.

მათივე განცხადებით, მიმდინარე სეზონისთვის „თოლიას“ ზოგიერთ დასახელებებზე ფასის დაახლოებით 10-12%-ით გაიზარდა,  ზოგიერთზე კი ფასები შენარჩუნებულია.

„თვითღირებულებაზე  გავლენა იქონია ნედლეულის გაძირებამ. ლარი რომც არ გაუფასურებულიყო, ნედლეულის ფასი გაიზარდა და ამას დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურება,“ - აცხადებენ „თოლიაში“.  

მათივე  ინფორმაციით, ამჟამად კომპანია, რომელიც 53 დასახელების ნაყინს აწარმოებს, ბაზრის  57%-ს ფლობს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023