ბიზნესი
08/08/2023

"თოლია" წლის ბოლომდე სანაყინეს ავტობანზე, არგვეთაში გახსნის

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაყინის რეალიზაცია ჯამურად 8%-ით გაგვეზარდა, თუმცა უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნაყინის რეალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირებას ხელი ამინდმა შეუშალა.

„მოგეხსენებათ, დიდწილად, ნაყინის სეზონი ამინდზეა დამოკიდებული. წელს ცოტა ცივი ზაფხული გვქონდა. გემახსოვრებათ, მაგალითად ივნისში სულ წვიმდა. ამიტომ, ის მოლოდინი, რაც გაყიდვების ზრდასთან მიმართებით გვქონდა, იმ დოზით ვერ გამართლდა, თუმცა, ზრდის ტრენდს ტრადიციულად, ყოველწლიურად ვინარჩუნებთ. აგვისტოშიც მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება რეალიზაციის მაჩვენებელი“, - განმარტა სანდრო ლომთაძემ.

მისივე ინფორმაციით, „თოლია“ სანაყინეების ქსელის გაფართოებასაც განაგრძობს.

„უკვე გავხსენით ახალი ფილიალი ქუთაისსა და რუსთავში, ასევე თბილისში, განახლებული ვაკის პარკის ტერიტორიაზე. წლის ბოლომდე, კიდევ დავამატებთ 1 ფილიალს რუსთავში. გარდა ამისა, გავხსნით „თოლიას“ სანაყინეს ავტობანზე, არგვეთაში“, - აღნიშნა  „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა.

მისივე ინფორმაციით, თითო ფილიალში, საშუალოდ, 150 ათასი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

შეგახსენებთ, კომპანია ”თოლია” ქართულ ბაზარზე 26 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-ამდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულია 400 ადამიანი და მათი რიცხვი ახალი სანაყინების გახსნის პარალელურად გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023