ბიზნესი
06/10/2021

ტკბილი ქვეყანა: ამ ეტაპზე მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს ვიკავებთ

კომპანია „ტკბილი ქვეყანა“ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებს.

„სიახლეებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან წინასწარი პროგნოზება ამ ვითარებაში რთულია, არ ვიცით რა იქნება, რა მოხდება,“ - განუცხადეს „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში.

როგორც „ტკბილ ქვეყანაში“ განმარტავენ, კომპანიას ლარის გაუფასურების  და ნედლეულზე ფასების ზრდის გამო, წლის განმავლობაში პროდუქციაზე ფასების ზრდა რამდენჯერმე მოუწია. კომპანიამ სატარიფო პოლიტიკას დაახლებით 1 თვის წინ გადახედა და პროდუქციაზე ფასი დაახლებით 2-3%-ით გაზარდა.

დღეს კი აცხადებენ, რომ ამ მდგომარეობით ფასის ცვლილება დაგეგმილი აღარ არის.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, როგორი იქნება ლარის სტაბილურობა, ნედლეულის ფასები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“ - აცხადებენ „ტკბილ ქვეყანაში“.

მათივე ინფორმაციით, ახალ წლამდე კომპანიაში ასორტიმენტს 4-5 სახეობა დაემატება.

შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023