ბიზნესი
29/07/2021

The Pearl Club-ი ბაზარზე ნაჭრის ჩანთებს და აქსესუარებს გამოიტანს

კომპანია The Pearl Club-ი  1 კვირაში ნაჭრის ჩანთების და სხვადასხვა აქსესუარების წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  ამ დროისთვის კომპანია წარმოებულ სამკაულებს ონლაინ ყიდის.

„პანდემია და მისგან გამოწვეული კრიზისი არც გაყიდვებზე ასახულა და არც სამომავლო გეგმების განხორციელებაში შეუშლია ხელი. პროცესშია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოწყობილ ფერმაში მარგალიტების წარმოება, რომელიც პირველ სატესტო ნედლეულს მაქსიმუმ 1 წელიწადში  მოიტანს,“ - აცხადებენ კომპანია The Pearl Club-ში.

ბრენდი The Pearl Club-ის პროდუქცია ამ ეტაპზე აზიის ბაზრებიდან იმპორტირებული მარგალიტებით კეთდება. დამუშავება და ვერცხლის დეტალებით გაფორმება კი საქართველოში ხდება.

The Pearl Club-ში განმარტავენ,  რომ წლის განმავლობაში დაგეგმილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. დიდი ინტერესია ისარაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. მზადების პროცესშია The Pearl Club–ის ვებ–გვერდიც.

 კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი  100-300 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023