ბიზნესი
11/01/2023

"ტენემ" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი გადადო

USB კაბელების დამამზადებელ კომპანია "ტენემ" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესი გადადო.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ტენეს" დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი აცხადებს, მიზეზი ეროვნული ბანკის რეგულაციებია.

„ძვირი ჯდება, უნდა დაიქირაო სპეციალური კომპანია, რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა გაგიყვანოს. მოკლედ, ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ,“-აცხადებს ლილუაშვილი. 

შეგახსენებთ, „ტენემ“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის მზადება 2022 წლის ზაფხულში „ბიზნესპარტნიორთან“ დაანონსა.

"გვსურს, რომ ჩვენი კომპანიის მაგალითად, 10% აქციების სახით გავყიდოთ და ის ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ნებისმიერი ფენისთვის. გვსურს, რომ ადამიანები ჩვენი კომპანიის აქციონერები გახდნენ და არა მარტო ეროვნული წარმოება გვქონდეს, არამედ კომპანია ეროვნულ კუთვნილებაშიც იყოს. ახლა თუ კომპანია მარტო ჩემია, ის იქნება საქართველოს მოსახლეობისაც. ვემზადებით, რომ სააქციო საზოგადოება გავხდეთ და ჩვენი აქციები გავასხვისოთ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023