ბიზნესი
17/06/2021

თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტი ახალ ფუნქციას იძენს - პროექტი წლის ბოლოდან დაიწყება

თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ფუნქციით აღდგენის პროცესი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ვივის“ დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა განუცხადა.

პროექტი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განხორციელდება.

ზილფიმიანის განცხადებით, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები. პროექტი ითვალისწინებს ჯამში 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს და მუზეუმს. მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე აშენდება 50 ნომრიანი სასტუმრო, შემდეგ კი ეტაპობრივად 100 ნომერი დაემატება.

როგორც ზილფიმიანი განმარტავს, ამ დროისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. მისი ინფორმაციით, სასტუმროს ოპერატორი კომპანია ადგილობრივი იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023