ბიზნესი
16/08/2021

"თელასის" დადებითი ბალანსი "თელმიკოზე" ავტომატურად აისახება

მომხარებლის, "თელასის“ სააბონენტო ბარათზე არსებული დადებითი ბალანსი, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაში“ (თელმიკო), აგვისტოს ბოლომდე ავტომატურად გადავა, - განცხადებას კომპანია "თელმიკო" ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც სს „თელასის“ სააბონენტო ბარათზე აქვთ თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს მიმდინარე გადასახადი, ელექტროენერგია არ გაეთიშებათ და გადასახადი გაიქვითება არსებული ბალანსიდან.

"დადებითი ბალანსის გადატანის შესახებ ინფორმაცია აისახება ქვითარში, სადაც შესაბამის ველში მითითებული იქნება გადატანილი თანხის ოდენობა მინუსის (-) ნიშნით, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და „თელასი“ დააჯარიმა.

ჯარიმის მოცულობა "თელმიკოს" შემთხვევაში 75 000 ლარით განისაზღვრა, „თელასი“ კი 50 000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია.

 

Businesspartner