ბიზნესი
30/05/2021

თბილისში “ქვევრის ლუდის“ საფირმო მაღაზია გაიხსნება

ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია „ვარძია“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში საფირმო მაღაზიას გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს  ფართის მოძიების პროცესი, განიხილება მარჯანიშვილის ან დავით აღმაშენებლის გამზირის  მიმდებარე ტერიტორია.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია 7 დასახელების ქვევრის ლუდს აწარმოებს.

0.5 ლ მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული ლუდი აგროჰაბისა და გუდვილის ქსელში იყიდება.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჩაკეტილმა საზღვრებმა დამფუძნებელი აიძულა გაყიდვების ახალი გზები ეძებნა, საცალო ვაჭრობა და ბაზრის დივერსიფიცირება ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოება გადაარჩინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023