ბიზნესი
06/05/2021

თბილისის რესტორნები 5 000 ლარიან დახმარებას 17 მაისიდან მიიღებენ

თბილისის რესტორნები 5 000 ლარიან დახმარებას 17 მაისიდან მიიღებენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

„მცირე და საშუალო რესტორნების სუბსიდირება უქმე დღეების შემდეგ დაიწყება. ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის დაზუსტება. ზოგიერთს ხარვეზები აქვს და ეს პროცესი მიდის. თანხა ყველასთან, 400 რესტორანთან ერთიანად გადაირიცხება. ანუ რაც გამოყოფილია ბიუჯეტიდან, 5000 ლარი ის სრულად გაიცემა. საუბარია, ჯამში 2 მილიონ ლარზე,” - აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის მარტში დედაქალაქის მერიამ  მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა დააანონსა. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება 10 000 ლარია. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.

„პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა იმ დარგებს, რომლებიც დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე. თბილისის სარესტორნო ბიზნესს პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, საიჯარო ქირების მოხსნა თუ მუნიციპალური სივრცეების დათმობა - მაგიდებისა და სკამების გარეთ გამოტანის შესაძლებლობა. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში.  ეს ინიციატივა წამოვიდა მცირე და საშუალო რესტორნებიდან. ჩვენ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ინიციატივა ითვალისწინებს 5000-ლარიან ვაუჩერს, რომელიც გადაეცემა თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს“, - აცხადებდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023