ბიზნესი
01/09/2021

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი: პოსტკოვიდური რეაბილიტაციით ძირითადად უცხოელები სარგებლობენ

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებულ სარეაბილიტაციო პროგრამებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა, სერვისით ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად სარგებლობს.

როგორც კურორტზე jandacva.ge-სთან აცხადებენ, რომ ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფო არ აფინანსებს პოსტკოვიდ სარეაბილიტაციო სერვისებს, ქვეყანაში კი იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, რომ ამის შესაძლებლობა არ არსებობს.

„ეს პროგრამა ძვირადღირებული არ არის, თუმცა, კოვიდი საკმაოდ ბევრ ჩვენებას ტოვებს, ამას კი ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. პაციენტისთვის დიაგნოზის დასმა და სარეაბილიტაციო კურსის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება, ამაში ჩართულია საკმაოდ ბევრი სპეციალისტი. მათ შორის, ბალნეოთერაპევტი, ენდოკრინოლოგი, რეაბილიტოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. კონსულტაციის შემდეგ ინიშნება ბალნეოლოგიური პროცედურები, რომლის ფასი საშუალოდ 20-50 ლარის ფარგლებში მერყეობს,“ - აცხადებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში.

მათივე განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ ეს პროგრამა პოტენციური პაციენტებისთვის უფრო მეტად ცნობილი გახდეს. ამ დროისთვის პოსტოკივიდ სარეაბილოტაციო პროგრამით ძირითადად უცხოელები სარგებლობენ.

შეგახსენებთ, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2018 წლის 1 აპრილიდან  კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს „მეიდან ჯგუფი“ ფლობს, 25%-ს კი „მეიდანი“.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილოტაციო პროგრამები საქართველოში პირველმა  შექმნა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023