ბიზნესი
14/02/2023

"თამაშობანა" ამიერკავკასიაში პირველ მულტიფუნქციურ საბავშვო სივრცეს გახსნის

ქართული სამაგიდო თამაშებისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანა“ წლის ბოლომდე მულტიფუნქციურ სივრცეს გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა, სივრცე გათვლილი იქნება არა მხოლოდ ბავშვებსა და მათ მშობლებზე, არამედ ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც  ბავშვების გარემოცვაში ყოფნა უყვარს.

„ჩვენი მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს. მაგალითისთვის: გვექნება მშობლებისთვის გამოყოფილი სივრცე, სადაც მათ შეეძლებათ სამუშაოდ, ან დასასვენებლად მოვიდნენ, მათი შვილი კი იქნება იქვე და მასზე ჩვენ ვიზრუნებთ. ასევე გვექნება სივრცე, სადაც ბავშვებს შეეძლებათ სხვადასხვა სახელოსნოებში, სხვადასხვა ხელობებს დაეუფლონ.

გვექნება ამფითეატრი, სადაც ბევრი საინტერესო და ჯადოსნური ამბავი მოხდება. გარდა ამისა, აქვე მოეწყობა ეზო, კაფე, ბავშვებისთვის საინტერესო სხვადასხვა ოთახი, რომელთა მსაგვსიც საქართველოში ჯერ არ არსებობს. სხვათაშორის, ეს იქნება რეგიონში პირველი მულტიფუნქციური საბავშვო სივრცე, რომლის მსგავსი კონცეფციაც ამეირკავკასიაში ჯერჯერობით არ არსებობს“, - აღნიშნა ნაუ სონღულაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანია ახალ სამაგიდო თამაშებზეც მუშაობს.

„ამ ეტაპზე, გვაქვს 15-მდე სამაგიდო თამაში და წლის ბოლომდე ვაპირებთ კიდევ ორის დამატებას. ერთ-ერთი მათგანი იქნება ბუნების შეცნობასთან დაკავშირებული ოჯახური თამაში. კერძოდ, ბავშვებს ვასწავლით სოკოების ამოცნობას. მოგეხსენებათ, სოკოს ძალიან ბევრი ჯიში არსებობს  და მათი მრავალფეროვნებაც ვიზუალურად საკმაოდ საინტერესოა. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩვენს თამაშში აისახება“, - განმარტა კომპანიის თანადამფუძებელმა.

ცნობისთვის, ქართული სამაგიდო თამაშებისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანა“ 2015 წელს დაფუძნდა. გერმანიაში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, სახელწოდებით “Spielwarenmesse” მონაწილეობდა, რის შედეგადაც, კომპანიამ ექსპორტზე პირველი თამაში გაიტანა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023